Doxa
ვალაამის მონასტერი

ნახატი სპეციალურად Doxa აპლიკაციისთვის შეიქმნა.

ვალაამის მონასტერი

ვალაამი, რუსეთი

ადგილის შესახებ

მამათა მონასტერი ლადოგის ტბაში, კუნძულ ვალაამზე, კარელიაში. მის დამაარსებლებად ღირს სერგი და გერმანე ვალაამელებს მიიჩნევენ. ზუსტად ცნობილი არ არის, როდის მოვიდნენ ისინი კუნძულზე, მაგრამ გადმოცემა სავანეს ძალიან ძველად მიიჩნევს. აქ დგას ღირს მამათა ლუსკუმა, გარშემო კუნძულებზე კი სკიტებია მიმოფანტული.

მონასტერი საზღვარზე იდგა, და იგი არაერთხელ ააოხრეს. XVII საუკუნეში კუნძული ასი წლით გაუკაცრიელდა, XVIII საუკუნეში კი სავანე ხელახლა ააშენეს. 1940 წელს, ომის დროს, საძმომ კუნძული დატოვა და ფინეთში ახალი ვალაამი დააარსა, რომელიც ახლაც მოქმედია. ბერები აქ 1989 წელს დაბრუნდნენ. ღვთისმსახურებაზე აქ საკუთარი, ვალაამური კილოთი გალობენ.

ტექსტი ჩვენ დავწერეთ ვიკიპედიის ფაქტებზე დაყრდნობით (CC BY-SA 4.0).

სად მდებარეობს

კოორდინატები 61.3887, 30.9442

OpenStreetMap რუკაზე გახსნა ›

სხვა სიწმინდეები