Doxa
თაბორი

ნახატი სპეციალურად Doxa აპლიკაციისთვის შეიქმნა.

თაბორი

გალილეა, ისრაელი

ადგილის შესახებ

განცალკევებით მდგარი მომრგვალო მთა ქვემო გალილეაში, ნაზარეთსა და გალილეის ზღვას შორის. სახარება არ ასახელებს მთას, რომელზეც უფალმა სამი მოწაფის წინაშე ფერი იცვალა, მაგრამ ეკლესიის ძველი გადმოცემა თაბორზე მიუთითებს. მთის სახელის მიხედვით ფერისცვალების ნათელს თაბორის ნათელს უწოდებენ. მომლოცველები აქ IV საუკუნიდან ამოდიან.

უკვე მომლოცველობის პირველ საუკუნეებში მწვერვალზე ტაძრები და მონასტერი იდგა. 1263 წელს მთაზე აშენებული ყველაფერი დაანგრიეს. დღეს აქ ორი მონასტერია. ბერძნულ მართლმადიდებლურ სავანეში ფერისცვალების ტაძრის მშენებლობა 1862 წელს დაასრულეს, ფრანცისკელთა ბაზილიკისა კი 1924 წელს. ფერისცვალების დღესასწაულის წინ მართლმადიდებლურ ტაძარში ღვთისმსახურება მთელი ღამე აღესრულება.

ტექსტი ჩვენ დავწერეთ ვიკიპედიის ფაქტებზე დაყრდნობით (CC BY-SA 4.0).

სად მდებარეობს

კოორდინატები 32.6863, 35.3929

OpenStreetMap რუკაზე გახსნა ›

სხვა სიწმინდეები